საზოგადოება | ზესტაფონი

ახალი სკოლა სადგურ სვირში

ახალი სკოლა სადგურ სვირში
ახალი სკოლა სადგურ სვირში

სოფელ სადგური სვირის მოსახლეობას მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სკოლა ექნება. თანამედროვე სტანდარტების შენობა კომფორტული ეზოთი და ახალი ინვენტარით 120 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით უკვე 3 თვეა მიმდინარეობს. სოფელ სვირის საჯარო სკოლა 23 წლის განმავლობაში უმძიმეს პირობებში ფუნქციონირებდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასულ წელს 9 სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელთა შერჩევაც განსაკუთრებით რთული ვითარებაში მუშაობის გამო მოხდა. სკოლები უკვე მომავალი სასწავლო წლისთვის იქნება დასრულებული და მოსწავლეებს მიიღებს. წელსვე, დაგეგმილია 340-მდე სკოლის რეაბილიტაცია.

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ვიდეო