საზოგადოება | თბილისი

'აირსოფტის' ჩემპიონატი - Summer Fun 2014

'აირსოფტის' ჩემპიონატი - Summer Fun 2014
'აირსოფტის' ჩემპიონატი - Summer Fun 2014

ექსტრემალური სპორტის კლუბი ადრენალინის მოყვარულებს გთავაზობთ „Air Soft“ - ს, რეალურ სამხედრო ბრძოლას დანაკარგების გარეშე.

"აირსოფტი" სამხედრო თამაშია - პნევმატური, 6 მმ - იანი ტყვიების მსროლელი იარაღის საშუალებით. თავად იარაღი რეალურის ზუსტი ასლია. თამაშები იმართება ქალაქგარეთ, ტყე - ღრესა და მიტოვებულ დასახლებებში.

მონაწილეებს სპეციალური აღჭურვილობა აქვთ: იარაღი, სათვალე და კიდევ უამრავი რამ, რაც ადამიანს შეიძლება საომრად გამოადგეს.

თამაშის მონაწილეებს მოუწევთ ისეთი სპეციალური სამხედრო დავალებების შესრულება, როგორიცაა: მოწინააღმდეგის გაუვნებელყოფა, ბაზის დაკავება, ტერიტორიის დაცვა, მძევლების გათავისუფლება და სხვა..

ჩემპიონატი ჩატარდება 3 ტურად და გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში.

ჩვენ უზრუნველვყოფთ:

• ტრანსპორტირებას

• სათამაშოდ გამართულ პოლიგონს

• სათამაშო იარაღებს

• დამცავ სათვალეებს

• ტყვიებს

• რეფერებსა და დამხმარე პერსონალს

• ფოტო - გადაღებას

რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ გუნდებად (გუნდი შედგება 5 კაცისაგან).

რეგისტრაციის ღირებულება: ერთი მოთამაშე 20 ლარი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბლანკი: https://docs.google.com/forms/d/1MPF5rXOCKDaC7g0RE1S3dg8-8Na-SY0dQ36ALUt2jCw/viewform

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598641233 ბექა, 598120186 ნათია.

წყარო: ექსტრემალური სპორტის კლუბი