საზოგადოება | თბილისი

გაამაგრე გუდიაშვილი

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და მათი წევრების ინიციატივით, გუდიაშვილის ბაღს შშმ პირებთან ერთად გავამაგრებთ. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა ჩართულობას და გააქტიურებას ყველა მიმართულებით. საჭიროა, რომ შშმ პირები საუბრობდნენ არა მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე და განიხილებოდნენ არა მხოლოდ საკუთარი სფეროს აქტივისტებად, არამედ ზოგადად, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების და აქტუალური საკითხების მხარდამჭერებად და მონაწილეებად.

აკუსტიკური კონცერტი

  • მებო ნუცუბიძე
  • ზურა ჯავახია ("არა")
  • ლევან ცხვარაძე (Loudspeakers)
  • Sid (Scratch The Floor)

როგორც ყოველთვის ეს ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს:

  • შშმ პირების მიერ გაკეთებული ნივთების, აქსესუარებისა და ნახატების გამოფენა - გაყიდვა
  • ძველმანების ბაზრობა - მოიტანეთ გასაყიდათ, გასაცვლელად ან გასაჩუქებლად თქვენი ძველი ან ახალი ნივთები ან თქვენი ნამუშევრები
  • ქველმოქმედება - ამჟამად გლინტვეინის მაგივრად პუნშის სმით დავეხმარებით Wehelp.ge-ს.

რატომ არის გუდიაშვილის მოედანი განსაკუთრებული? ყველას გვიყვარს გუდიაშვილის სკვერი, მისი არქიტექტურა და სიმყუდროვე. არავინ უარყოფს მის ღირებულებას. მაგრამ მაინც რა აქცევს გუდიაშვილის მოედანს ღირებულ ძეგლად? ფასადების, ერთიანი ხედის გარდა, რომელი დეტალების ერთობა ქმნის თბილისი ბოლო უძველეს მოედანს? ამჯერად შეგიძლიათ საინფორმაციო დაფებზე დააკვირდეთ ამ დეტალებს და ხელახლა აღმოაჩინოთ, რამდენად მრავალფეროვანია და საინტერესოა გუდიაშვილის მოედანი და რატომ არის აუცილებელი მისი პროფესონალური რესტავრაცია.

წყარო: გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები