საზოგადოება | საზღვარგარეთ

მართლამდიდებლური წირვა ციურიხში

მართლამდიდებლური წირვა ციურიხში
მართლამდიდებლური წირვა ციურიხში

'GeoHaus'-ის უწყებით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, აღევლინება მართლამდიდებლური წირვა და დააფუძნდება ქართული სამრევლო.

"ჩვენო საყვარელო თანამემამულენო
წლევანდელი საოცდაექვსმაისო შეხვედრა, გამონაკლისის სახით, გაიმართება 15 ივნისს 13.00-ზე ციურიხში (დაზუსტებულ მისამართს შეგატყობინებთ უახლოეს მომავალში).
მამა კირიონ მაჩაიძე პირველად ჩაატარებს ქართულ წირვას ციურიხში და აქ ქართულ სამრევლოს დააფუძნებს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წამოიღოთ თქვენი საოჯახო სიწმინდეები საკურთხებლად.
გთხოვთ შგვატყობინოთ, მოახერხებთ თუ ვერა მოსვლას და ვინ რით დაგვიმშვენებს წირვის შემდგომ ტრაპეზს.

პატივისცემით
ია და ზვიად არაბიძეები"

წყარო: GeoHaus Swiss