საზოგადოება | თბილისი

ირინე გოჩაშვილის წიგნის 'გაჩერებული დრო' პრეზენტაცია

ირინე გოჩაშვილის წიგნის 'გაჩერებული დრო' პრეზენტაცია
ირინე გოჩაშვილის წიგნის 'გაჩერებული დრო' პრეზენტაცია

,,გაჩერებული დრო'' ირინე გოჩაშვილის პირველი კრებულია, რომელშიც თავმოყრილია ი. გოჩაშვილის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი გამორჩეული რუსი მწერლის ანდრეი ბიტოვის ვრცელი მოთხრობა ,,ქართული ალბომი'' და ცნობილი რუსი პოეტების მიერ საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსები.
წიგნში აგრეთვე წარმოდგენილია თავად ი. გოჩაშვილის სხვადასხვა წლებში დაწერილი საკუთარი ლექსები.

წიგნის გამოცემის ინიციატორი გახლავთ მოსკოვის მ. გორკის ლიტერატურის ინსტიტუტის მთარგმნლეთა ფაკულტეტის ხელმძღვანელი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ქ.ტი ანაიდა ბესტავაშვილი.
მას მიაჩნია, რომ ი. გოჩაშვილის შემოქმედება, რომელიც სადიპლომო ნაშრომის სახით წლების მანძილზე საქაღალდეში იყო გამოკეტილი,ფართო მკითხველისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება.

წიგნის სათაური ,,გაჩერებული დრო'' არა მხოლოდ ავტორის, არამედ მთელი საქართველოს უახლოეს წარსულს გულისხმობს,ამავე დროს რუსეთ - საქართველოს ლიტერატურულ ურთიერთობებს ყოველგვარი პოლიტიკისგან მიჯნავს, ამიტომაც ამ წიგნის პრეზენტაცია საყურადღებო უნდა იყოს არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ დიპლომატიურ - პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი