საზოგადოება | თბილისი

კონფერენცია - გამოფენა 'სამართალი აფხაზეთს'

კონფერენცია - გამოფენა 'სამართალი აფხაზეთს'
კონფერენცია - გამოფენა 'სამართალი აფხაზეთს'

თბილისის მედიათეკაში გაიმართება კონფერენცია - გამოფენა სახელწოდებით „სამართალი აფხაზეთს“ სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდისა და მშვიდობიანი მოსახლეობის , მათ შორის ბავშვების , ქალების , ხანდაზმულების, ავადმყოფების მასობრივი წამებისა და გაუგონარი სისასტიკით ხოცვა - ჟლეტვის ამსახველი მასალები.

კონფერენციაზე მოეწყობა ფილიმის ჩვენება ასევე ისტორიკოსებთან კითხვა - პასუხის რეჟიმში განხილული იქნება აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის თემა.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო