საზოგადოება | თბილისი

ახალი პროექტი, ელექტრონული სივრცე სამსახურის მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის

ახალი პროექტი, ელექტრონული სივრცე სამსახურის მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის
ახალი პროექტი, ელექტრონული სივრცე სამსახურის მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის

განხორციელდა ახალი სახელმწიფო პროექტი, შეიქმნა ელექტრონული სივრცე სამსახურის მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის.

WorkNet.gov.ge ეს არის:

  • ელექტრონული სივრცე - რომელიც შეიქმნა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით და ხელშეწყობით;
  • პორტალი - სადაც უნდა დარეგისტრირდეთ;
  • პროგრამა - რომელიც გაძლევთ განვითარების შესაძლებლობას და გაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

WorkNet.gov.ge პერსონალურად თქვენთვის:

  • თუ თქვენ ხართ პროფესიონალი და გსურთ მუდმივად ადევნოთ თვალყური პროფესიულ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, მოიძიოთ განვითარების შესაძლებლობები - დარეგისტრირდით.
  • თუკი ახალი სამსახურის ძიებაში ხართ, გსურთ დასაქმდეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში და გაინტერესებთ რა ვაკანსიებია ქვეყანაში, გაერთიანდით WorkNet-ში, გააგებინეთ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები დამსაქმებლებს.

დამსაქმებლებისთვის!

შეგიძლიათ შექმნათ და მართოთ თქვენი გვერდი WorkNet-ში.
მოიძიოთ სასურველი ადამიანური რესურსი ქვეყნის მასშტაბით ვაკანსიასთან დაკავშირებით. მოიპოვოთ სტატისტიკური მონაცემები შრომის ბაზრის შესახებ. მონაწილეობა მიიღოთ პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების ფორმირებაში. შრომის ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად გადამზადებული ადამიანური რესურსი გამოიყენეთ ბიზნესის წარმატებისთვის.

რეკრუიტერებისთვის!

რეკრუიტერს WorkNet-ი გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ და
მართოთ საკუთარი გვერდი; მოიძიოთ და გააანალიზოთ ქვეყნის მასშტაბით არსებული ინფორმაცია სამუშაო ძალის შესახებ სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, განავითაროთ და შესთავაზოთ მომსახურება აინტერესებულ მომხმარებელს.

განათლება დასაქმებისთვის!

WorkNet-ი მნიშვნელოვანია განათლების პროვაიდერებისთვისაც. თუ თქვენ გსურთ გაეცნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს კონკრეტული პროფესიებისა და პოზიციების მიხედვით, შეიმუშავოთ და შესთავაზოთ
საგანმანათლებლო პროგრამა თუ ტრენინგი დაინტერესებულ პირებს, შექმენით საკუთარი გვერდი პორტალზე.

წყარო: WorkNet

ფოტო

შეიქმნა უფასო ვებ პორტალი WorkNet.Gov.Ge
შეიქმნა უფასო ვებ პორტალი WorkNet.Gov.Ge