საზოგადოება | თბილისი

სს 'თელასი' ზამთრისთვის მზადებას იწყებს

სს 'თელასი' ზამთრისთვის მზადებას იწყებს
სს 'თელასი' ზამთრისთვის მზადებას იწყებს

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ და „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ 2014-1015 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის თბილისის ელექტროქსელის  მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

ზამთრის მოსამზასებელი სამუშაოების დაწყების გამო ქალაქის მასშტაბით ადგილი  ექნება მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვას.

გარდა არსებული მოწყობილობების შეკეთებისა, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულია ახალი საკაბელო ტრასების გაყვანა, სატრანსფორმატორო ჯიხურების სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა, სატრანსფორმატორო ჯიხურების და საკვანძო ქვესადგურების გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია, ასევე ძალოვანი ტრანსფორმატორების კაპიტალური შეკეთება. აღნიშული სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქის ელექტრომომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება.

პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების თარიღი და დრო გამოცხადებული იქნება საინფორმაციო საშუალებებით. სამუშაოები ჩატარდება კვირის სამუშაო დღეებში 10 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში. სს „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო