საზოგადოება | თბილისი

UNICEF 'Activate Talks' - 'აქტიური საუბრები' - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად

UNICEF 'Activate Talks' - 'აქტიური საუბრები' - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად
UNICEF 'Activate Talks' - 'აქტიური საუბრები' - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად

UNICEF Georgia წარმოგიდგენთ ღონისძიებას ‘აქტიური საუბრები’ - საინტერესო და ინოვაციური იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად.

„აქტიური საუბრები“ ნაწილია მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებებისა. მისი მიზანია თავი მოუყაროს მოტივირებულ სპიკერებს, რომლებიც, თავის მხრივ, შეეცდებიან საზოგადოებას გაუზიარონ ის ინოვაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველაზე დაუცველი ბავშვების წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად.
ღონისძიების თემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. შვიდი სპიკერი, პირადი ისტორიებით, ყურადღებას გაამახვილებენ იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები აწყდებიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის განკუთვნილი სერვისები ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აქვს სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ. სტატისტიკური მონაცემები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ არასრულია. საქართველოში დაახლოებით, 9000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია რეგისტრირებული, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს, რადგანაც არსებობენ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, მათ ვერავინ ამჩნევს და ყურადღების მიღმა რჩებიან.

ღონისძიება გაიმართება, Expo Georgia-ს მე-3 პავილიონში (წერეთლის გამზ. 118)

სპიკერები
- ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
- გიორგი დემეტრაშვილი, ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი საქართველო / First Step Georgia
- ლალი ხანდოლიშვილი, თემი ''ქედელი''
- მაია შიშნიაშვილი, ორგანიზაცია ხელი ხელს
- მარიამ მიქიაშვილი, ორგანიზაცია მარიანი
- ლია ტაბატაძე, კავშირი ''ჩვენი ბავშვები''
- თორნიკე გურული, საქართველოს ბანკი (Bank of Georgia)

წამყვანი - აკაკი გოგიჩაიშვილი

დეტალებისთვის დაგვეკონტაქტეთ აქ, ან ჩვენს Facebook გვერდზე: http://fb.com/UNICEFgeorgia

წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდის მისია