საზოგადოება | თბილისი

წიგნის პრეზენტაცია 'არა ბარიერებს, არა საზღვრებს!'

წიგნის პრეზენტაცია 'არა ბარიერებს, არა საზღვრებს!'
წიგნის პრეზენტაცია 'არა ბარიერებს, არა საზღვრებს!'

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გიწვევთ სახელმძღვანელოს „არა ბარიერებს, არა საზღვრებს“ ქართული გამოცემის პრეზენტაციაზე.

სახელმძღვანელო წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ტრენერებისათვის, ახალგაზრდული მუშაკებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც სურთ დაგეგმონ და განახორციელონ ინკლუზიური პროექტები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ახალგაზრდების ერთობლივი მონაწილეობით. გზამკვლევი შეიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ რჩევებს ინკლუზიური საგანმანათლებლო აქტივობების ტექნიკური და შინაარსობრივი ნაწილის ორგანიზების შესახებ.

სახელმძღვანელოს ინგლისური ვერსია შეიქმნა ევროკომისიის რესურს - ცენტრის „სალტო-ინკლუზიის“ ინიციატივით.

2014 წელს წიგნი ქართულად თარგმნა და გამოსცა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა პროექტის „სოციალური ინკლუზია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისათვის“ ფარგლებში.

რეგისტრაცია გავლილ პირებს საჩუქრად გადაეცემათ წიგნის ერთი ეგზემპლარი.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“.

მისამართი: ვაჟ ა- ფშაველას გამზ. #76ბ (ვაჟა-  ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორია).

ტელეფონი: 591 41 31 51; 595 71 78 11

ელ-ფოსტა: kjaparidze@cync.ge

წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

ფოტო

წიგნის პრეზენტაცია 'არა ბარიერებს, არა საზღვრებს!'
წიგნის პრეზენტაცია 'არა ბარიერებს, არა საზღვრებს!'