საზოგადოება | საქართველო

პროექტი 'საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის'

პროექტი 'საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის'
პროექტი 'საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის'

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "ლიბერთი დარბაზში" პროექტის "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში ტარდება ტრენინგი საპილოტე ბიბლიოთეკების (ხიდისთავი, ხულო, ნუკრიანი, ზუგდიდი) თანამშრომლებისთვის.

პროექტი "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" IREX - ის მიერ Beyond Access - ის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული და მისი მიზანია ისეთი ბიბლიოთეკის მოდელის პილოტირება, რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს სხვადასხვა სახის სერვისები და საჭირო ინფორმაცია.

პროექტის პირველ ეტაპზე იგეგმება საპილოტე ბიბლიოთეკების განახლება, უახლესი ტექნიკით აღჭურვა და ბიბლიოთეკარების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გადამზადება, რომელშიც მონაწილეობას იღებს უჩხოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარიც.

წყარო: უჩხოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა