საზოგადოება | ხარაგაული

შეზღუდვები მოძრაობაზე, რიკოთის გვირაბში გეგმიური სამუშაოებისთვის

შეზღუდვები მოძრაობაზე, რიკოთის გვირაბში გეგმიური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით
შეზღუდვები მოძრაობაზე, რიკოთის გვირაბში გეგმიური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გეგმიური დასუფთავების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით 24, 25, 26 და 27 ივნისს ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით 24 საათის განმავლობაში.
გვირაბის მოვლა–შენახვის ფარგლებში გეგმიური დასუფთავების სამუშაოები წელიწადში 2–ჯერ ტარდება.

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი