საზოგადოება | თბილისი

მიღება ელსა საქართველოს გენერალური მდივნის აპარატში

მიღება ელსა საქართველოს გენერალური მდივნის აპარატში
მიღება ელსა საქართველოს გენერალური მდივნის აპარატში

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო აცხადებს მიღებას გენერალური მდივნის აპარატში.
გამოიყენეთ შანსი და უფრო აქტიურად ჩაერთეთ ორგანიზაციის საქმიანობაში!

ელსა საქართველოს გენერალური მდივნის აპარატი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • ოფის-მენეჯერების სამსახური;
  • იურიდიული სამსახური;
  • ადამიანური რესურსების სამსახური;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

აპარატების საქმიანობისა და ძირითადი ფუნქციების გაცნობის მიზნით შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდებს:
1) www.elsa.ge
2) http://files.elsa.org/IM/IM_Manual.pdf

ფუნქციები:

  • ოფის მენეჯერერთა სისტემის კოორდინირება;
  • ეროვნული და ლოკალური საერთო კრებების კოორდინირება;
  • ტრენინგების ორგანიზება;
  • ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება სამართლებრივი აქტების, განკარგულებების სისტემატიზაცია;
  • მონაცემთა ბაზების დახვეწა;
  • ახალწვეულთა ბანაკების (ტრენინგების) ორგანიზება;
  • ადამიანური რესურსების მართვა.

აპარატის წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • კომუნიკაბელურობა;
  • მოტივირებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა.

შესარჩევი ეტაპი შედგება სამი ნაწილისაგან:

  1. პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა შეავსონ მოცემული აპლიკაცია (https://docs.google.com/forms/d/1Lah_sCMPftTFpK2-AKACJqhPufJkVPppdvhALZyQSbA/viewform?c=0&w=1) არაუგვიანეს 10 ივლისის 23:59 საათისა.
  2. აპლიკაციების შერჩევის შედეგად გამოვლინდება გასაუბრების ეტაპზე გადასულ მონაწილეთა სია.
  3. გასაუბრების ეტაპის შედეგად მოხდება გენერალური მდივნის აპარატის დაკომპლექტება.


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
secgen@elsa.ge
(+995) 591 94 51 77

წყარო: ELSA Georgia