საზოგადოება | თბილისი

პროექტი 'შვედეთის რიქსდაგის მოდელირება'

პროექტი 'შვედეთის რიქსდაგის მოდელირება'
პროექტი 'შვედეთის რიქსდაგის მოდელირება'

„თავისუფალი დებატების ლიგის“ ახალი უნიკალური პროექტია „შვედეთის რიქსდაგის მოდელირება“.

შვედეთის რიქსდაგის მოდელირება გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში და ჩატარდება.

ლექციები და საკომიტეტო მუშაობები გაიმართება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო გენერალური სხდომა (GA) - შერატონ მეტეხი პალასში.

მოდელირება მოიცავს ლექციებს, დებატების ტრენინგებს, საკომიტეტო მუშაობებსა და გენერალურ ასამბლეას.

პარლამენტი იმუშავეს მრავალპარტიულ მოდელზე (2 ბლოკი: მთავრობა და ოპოზიცია)

პალატები:

  • ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი
  • განათლების კომიტეტი
  • საგარეო პოლიტიკის საკითხთა კომიტეტი
  • სოციალური საკითხების კომიტეტი

„შვედეთის რიქსდაგის მოდელირებაში“ მონაწილეობის მიღება შუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს

მონაწილეობის საფასურია 40 ლარი. (საფასური ფარავს მთელი პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეობის უზრუნველყოფას კვებითა და საკანცელარიო ნივთებით, ყველა საჭირო ღონისძიებისა თუ აქტივობის საფასურს)

მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით:

რეგისტრაციის ბოლო დღეა 20 ივნისი.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, საუკეთესო პარლამენტარები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სხვადასხვა პრიზებით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ იყოთ შვედეთის რიქსდაგის მოდელირების ჟურნალისტი, შეავსეთ აპლიკაცია:

ჟურნალისტებისათვის აპლიკაციის შევსების ბოლო დღეა 15 ივნისი.

წყარო: თავისუფალი დებატების ლიგა

ფოტო

ფოტოკოლაჟი კონგრესის მოდელირებიდან
ფოტოკოლაჟი კონგრესის მოდელირებიდან
შვედეთის რიქსდაგის შენობა
შვედეთის რიქსდაგის შენობა
შვედეთის რიქსდაგი
შვედეთის რიქსდაგი