საზოგადოება | თბილისი

წიგნის - 'სამოქალაქო საზოგადოება' - პრეზენტაცია, 'სი-ეს-აი' საჩუქრად წიგნებს გადასცემს

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წიგნის პრეზენტაცია, 'სი-ეს-აი' საჩუქრად წიგნებს გადასცემს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წიგნის პრეზენტაცია, 'სი-ეს-აი' საჩუქრად წიგნებს გადასცემს

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გამართავს ალმანახის - „სამოქალაქო საზოგადოება“ - პრეზენტაციას.

პუბლიკაციაში შესულია ქართველ და მსოფლიო მოაზროვნეთა (არისტოტელე, ბერდიაევი, ალექსის დე ტოკვილი, ჯონ სტუარტ მილი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, რობერტ დ. პატნემი, იურგენ ჰაბერმასი, ვაცლავ ჰაველი) სტატიები, პუბლიცისტური წერილები და ესსეები სამოქალაქო საზოგადოებაზე.

გამოცემა განკუთვნილია როგორც საქმოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.

ალმანახის პრეზენტაციასთან ერთად ღონისძიებაზე გაიმართება დისკუსია - „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში“.

დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ალმანახს - „სამოქალაქო საზოგადოება“ - საჩუქრად გადასცემს.

ავტორი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო

ფოტო

CSI-ის გუნდი
CSI-ის გუნდი

ვიდეო