საზოგადოება | თბილისი

თბილისში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება

თბილისში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება
თბილისში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ჩაიტანს ქართველი ხალხის მთავარ გზავნილს, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს ევროპული გზა არის ჩვენი ურყევი ნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნინო კობახიძემ ასოცირების ხელშეკრულების დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ საზეიმო კონცერტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება.
მისი განმარტებით, გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები და ქართული ესტრადის მომღერლები. კონცერტს შეუერთდება ბრიუსელიდან დაბრუნებული სამთავრობო დელეგაცია. მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„ჩვენი სურვილია, სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს სიხარული, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს ახლავს. ამ დღესთან დაკავშირებით 28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მიღებას ბათუმში, რომელზეც დიპლომატიური კორპუსი იქნება მოწვეული", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

წყარო: საქართველოს მთავრობა

ვიდეო