საზოგადოება | თბილისი

მარათონი 'სიცოცხლის გადასარჩენად'

მარათონი 'სიცოცხლის გადასარჩენად'
მარათონი 'სიცოცხლის გადასარჩენად'

შემოგვიერთდით ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქციაზე - 2014 წლის მარათონზე სიცოცხლის გადასარჩენად, თბილისში, კუს ტბაზე.

საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად არის ერთერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი აქცია ქვეყანაში, რომელიც ცნობიერების ზრდას ითვალისწინებს. ღონისძიებაზე დასწრებით მიიღებთ დიდ სიამოვნებას. ამ დღეს ასობით ადგილობრივი და უცხოელი მონაწილე თავს იყრის, რათა მონაწილეობა მიიღოს სირბილისა და სიარული შეჯიბრში.

მონაწილეები გაეცნობიან სპონსორთა საექსპოზიციო მაგიდებს, მიიღებენ ინფორმაციას სარძევე ჯირკვლის ჯანმრთლობაზე საგანმანათლებლო მაგიდებთან და მოისმენენ ცოცხალ მუსიკას. ბევრი მიზეზია აქციაზე მოსასვლელად, მაგრამ მათ შორის მთავარია ის რომ:
თქვენი დახმარებით შესაძლებელი იქნება ათასობით სიცოცხლის გადარჩენა.

შემოგვიერთდით, რათა აჩვენოთ თქვენი მხარდაჭერა მათ, ვინც ებრძვის ძუძუს კიბოს, რათა დავაფასოთ ისინი, ვინც დამარცხდა ამ ბრძოლაში!

5 კმ - იან რბენაზე რეგისტრაცია იწყება 11:00 საათზე და რბოლა დაიწყება 12:00 საათზე;
2 კმ - იან დისტანციაზე მსვლელობის რეგისტრაცია იწყება 12:00 საათზე და მსვლელობა დაიწყება 1:00 საათზე.

გთხოვთ, მოიწვიოთ თქვენი კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ჩაერთონ მარათონში თქვენთან ერთად.

წყარო: მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად