საზოგადოება | თბილისი

'Re: Museum' - წიგნის პრეზენტაცია

'Re: Museum' - წიგნის პრეზენტაცია
'Re: Museum' - წიგნის პრეზენტაცია

ვატო წერეთელი, ეროვნულ მუზეუმში გახსნილი გამოფენის "Re: Museum" მთავარი კურატორი, გააკეთებს გოეთეს ინსტიტუტის რეგიონალური პროექტის "დროის მანქანა - მუზეუმი" - ის ფარგლებში გამოცემული წიგნის "Re: Museum" პრეზენტაციას.

წიგნი "Re: Museum" - ი წარმოადგენს ცნობილი საერთაშორისო მუზეუმის თორეტიკოსებისა და კურატორებისაგან ჩაწერილ ინტერვიუთა კრებულს.

დასწრება თავისუფალია / Eintritt frei

ინფორმაცია პროექტის "დროის მანქანა - მუზეუმი" შესახებ:

მუზეუმი ხელოვნებას, არქიტექტურას, ადმინისტრაციასა და განათლებას შორის შუალედურ დაწესებულებად გვევლინება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ის ახლად შემდგარის რესპუბლიკების საზოგადოებრივი აღქმის ფორმაა. ანუ მუზეუმები ერთგვარი კვეთის ადგილებია მატერიალურსა და არამატერიალურს შორის. სწორედ ამიტომ წარმოადგენს მუზეუმი ჩვენთვის იდეალურ სამუშაო ადგილს, რომლის mission statement - იც გვიბიძგებს, "ხელი შევუწყოთ საერთაშორისო კულტურულ ურთიერთგაცვლას".

გასული ორი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების რეგიონალური პროექტით "დროის მანქანა - მუზეუმი" სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ვცდილობდით. ამდენად, ამ ქვეყნებში საკუთარი იდენტობის ძიების პროცესებს ჩვენ სწორედ მათ მუზეუმებში ვაკვირდებოდით.

პროექტის ფარგლებში ჩვენ მოწვეული გვყავდა არქიტექტორები, მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თეორეტიკოსები, კურატორები და დიზაინერები გერმანიიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რათა ხელი შეგვეწყო ამ ქვეყნებში მუზეუმების ახლებური გაგებისა და ასევე, ადგილობრივი პროექტების ინიციირებისათვის - პეტერბურგიდან ერევნამდე, თუ მინსკიდან ვლადივასტოკამდე.

გოეთეს ინსტიტუტმა, ასევე, ჩაატარა სემინარები ჩვენს ქვეყნებში მუზეუმის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. პირველი ასეთი სემინარი 2013 წელს გაიმართა ბერლინში.

ამ სემინარის მონაწილენი დისკუსიებს მართავდნენ კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებთან, როგორებიცაა კრისტიან დემანდი (ცნობილი გერმანული ჟურნალის "მერკურის" გამომცემელი), კულტუროლოგი დოქ. ბორის გროისი, მიხაელ ფერი (Universität der Künste), ჰერმან პარცინგერი (პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე.

საქრთველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, ასევე, გაიმართა ორი საკვალიფიკაციო სემინარი, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ადგილობრივი პროექტების პარტნიორები იქნენ მოწვეულნი საქართველოში.

წყარო: გოეთეს ინსტიტუტი