საზოგადოება | თბილისი

საერთაშორისო ფონდი 'კურაციო' აცხადებს სტიპენდიის პროგრამას 2014 - 2015 წლებისთვის

საერთაშორისო ფონდი "კურაციო" აცხადებს სტიპენდიის პროგრამას 2014 - 2015 წლებისთვის.

ვის შეიძლება მიენიჭოს: სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

რა დაფინანსდება და რა სახით: სტიპენდია გაიცემა ერთ სტუდენტზე, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 10 სასწავლო თვის მანძილზე.

როდის დაიწყება სტიპენდიის გაცემა: სტიპენდიის გაცემა დაიწყება 2014 წლის პირველი აკადემიური თვიდან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.

ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის და მონაწილეობის პირობების შესახებ ნახეთ თანდართულ დოკუმენტებში ან ფონდის ვებგვერდზე:

ავტორი: საერთაშორისო ფონდი "კურაციო"

წყარო: Knowledge is Power