საზოგადოება | საზღვარგარეთ

საზაფხულო სკოლა 'კულტურათაშორისი დიალოგი'

ათათურქის უნივერსიტეტი (ქ. ერზურუმი) ორგანიზებას უწევს საზაფხულო სკოლას „კულტურათაშორისი დიალოგი“, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ სამ კრედიტს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ს ორ სტუდენტს, რომლებიც უნდა ფლობდნენ თურქულ და ინგლისურ ენებს. სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის თანხას იხდის სტუდენტი.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდებათ 2014 წლის 8 მაისს, 12 საათზე თსუ-ის მეხუთე კორპუსში, ოთახი 104.

წყარო: გაცვლითი პროგრამები