საზოგადოება | თბილისი

ჟორჟ ბატაი - ეროსი, სიკვდილი, ფლანგვა

ჟორჟ ბატაი - ეროსი, სიკვდილი, ფლანგვა
ჟორჟ ბატაი - ეროსი, სიკვდილი, ფლანგვა

მწერალთა სახლი ციკლიდან „საუბრები ლიტერატურაზე“ გიწვევთ ილიაუნის რექტორთან, ფილოსოფოს გიგა ზედანიასთან შეხვედრაზე.

შეხვედრის თემაა: ჟორჟ ბატაი - ეროსი, სიკვდილი, ფლანგვა.

ფილოსოფოსია, ეთნოლოგია, პროზა, ესეისტიკა, საარქივო საქმე, ანთროპოლოგია - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია ჟორჟ ბატაის შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტერესებისა. ითვლება, რომ ბატაიმ თავისი ნაწერებით საფუძველი მოუმზადა პოსტმოდერნიზმს ფილოსოფიაში.

მისი მიმდევრები გახდნენ ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ მიშელ ფუკო, ჟაკ დერიდა, ფილიპ სოლერსი და სხვები.

სამწუხაროა, რომ ქართულად თითქმის არაფერია ნათარგმნი მისი შემოქმედებიდან.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი