საზოგადოება | თბილისი

პლატინის სპონსორობზე "ელიტ ელექტრონიქსი" მოაწერს ხელს

მძლეოსნობის ფედერაციაში, პლატინის სპონსორობის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ერთდროულად "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015"-ისა და "ევროპის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის თბილისი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტებთან კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" ხელს მოაწერს.

ამავე დღეს, სარეკლამო კომპანია "აუტდორი" ოლიმპიური ფესტივალის სარეკლამო ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდება.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო