საზოგადოება | თბილისი

საქართველოს ბიზნესის აკადემიის საწარმოო პრაქტიკის პროგრამა

საქართველოს ბიზნესის აკადემიის პროგრამა
საქართველოს ბიზნესის აკადემიის პროგრამა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA საწარმოო პრაქტიკის გასავლელად იწვევს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც ვებ-დიზაინის სპეციალობით სწავლობენ.

ბიზნესის მართვის პროგრამის სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში ისინი შექმნიან ვებ-გვერდებს რეალური ბიზნესისათვის, იმ მასალების გამოყენებით, რასაც ბიზნესის მართვის პროგრამის სტუდენტები მოამზადებენ.

პრაქტიკის ამგვარი თანამშრომლობით განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც სასწავლებლებს შორის თანამშრომლობას, ასევე სტუდენტებისათვის ჯგუფში მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.

პროექტში ჩართვა უფასოა.

საკონტაქტო ტელეფონი: 2403440

ელ-ფოსტა: info@sba.edu.ge

წყარო საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA