საზოგადოება | ჭიათურა

თსუ ეკო კლუბი ჭიათურაში ქარსაცავ ზოლს გააშენებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკო კლუბის ორგანიზებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე გაშენდება ქარსაცავი ზოლი. ფიჭვის 300-მდე ნერგი სამ ზოლად დაირგვება, რომელიც ქარისგან დაიცავს საავტომობილო გზატკეცილს. თავის დროზე, 90-იან წლებში არსებული ქარსაცავი მოსახლეობამ გაჩეხა. ზემო იმერეთში ზამთარში ხშირად იკეტება გზა ძლიერი ქარბუქის და ნამქერის გამო. აღმოავლეთისა და დასავლეთის ქარებს მოხნული მიწის ფენებიც გადააქვს, რაც მიწის გამოფიტვას იწყებს.

ქარსაცავი ზოლის გაშენების იდეას შეურთდებიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები, თსუ–ს სტუდენტები. დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვაც. თსუ–ეკო კლუბის ინიციატივით მომავალში სხვა ტერიტორიებზეც იგეგმება ქარსაცავი ზოლების გაშენება.

თსუ ეკო კლუბის თსუ–ეკო კლუბის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით.

თსუ 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წელს თსუ ეკო კლუბის ინიციტივით სოფელ ითხვისში აღმოჩენილ მღვიმეს „თსუ-95“ ეწოდა.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი