› საზოგადოება | თბილისი
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია და სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია "წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში" გაიმართება.
ღონისძიებაზე ახალი სტუდენტური პროექტის "თაობა L"-ის პრეზენტაციაც ჩატარდება. პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა პალიტრა L ერთობლივად განახორციელებენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი