საზოგადოება | თბილისი

შეხვედრა თემაზე „მეფუტკრეობის განვითარება ფერმერულ მეურნეობაში“

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

თემა: „მეფუტკრეობის განვითარება ფერმერულ მეურნეობაში“.

საუბარს წარმართავს ზაზა ივანიძე (ახალციხე, სოფელი მუსხი).

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი