საზოგადოება | თბილისი

საინფორმაციო სემინარი Erasmus + საგრანტო პროგრამის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო სემინარი Erasmus + საგრანტო პროგრამის შესახებ. Erasmus + საგრანტო პროგრამა ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ პროგრამებს.

ევროკავშირის ახალი საგრანტო პროგრამა Erasmus+ 2014 წელს ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ პროგრამებს Tempus და Erasmus Mundus.

საინფორმაციო სემინარის მიზანია, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნოს ახალი პროგრამის დეტალები.

საინფორმაციო სემინარის სამიზნე აუდიტორია უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალია, რომელიც საერთაშორისო პროექტების მომზადებასა და განხორციელებას გეგმავს. სემინარს გაუძღვება Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი