საზოგადოება | თბილისი

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურიდან შერჩეული სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს, ერთთვიან სასწავლო პრაქტიკის კრედიტ-კურსს გაივლიან რადიო „ფორტუნას“ როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა განყოფილებებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი