საზოგადოება | თბილისი

საინიციატივო ჯგუფის „ერთად ვაკეთოდ სიკეთე“ წარდგინება

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საინიციატივო ჯგუფის „ერთად ვაკეთოდ სიკეთე“ წარდგინება.

ღონისძიება მიეძღვნება მწვავე ლეიკემიის დიაგნოზის მქონე ელისო გელენიძეს.

საინიციატივო ჯგუფის „ერთად ვაკეთოდ სიკეთე“ მიზანია გაჭირვებული ადამიანების დახმარება საქველმოქმედო ღონისძიებების მეშვეობით, ასევე ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება ამ კუთხით.

საღამოს წარუძღვება საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ანა მაჩიტაძე. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მარიამ გიორგაძე, თამარ ბიწაძე, ანი ჯალალი, ელენე ბატურიშვილი, ნინო გოგლაძე, მარიამ ბიჩინაშვილი, თამარ ბიჩინაშვილი, თათია მგელაძე, თაზო ჭუმბაშვილი, დაჩი ესაკია, ანრი ქარჩავა, სანდრო კობახიძე, ნინო სუხიაშვილი, კესარია უდუმაშვილი.

მისამართი: ელია მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი