› საზოგადოება | თბილისი
შეხვედრა თემაზე „რძის წარმოება ფერმერულ მეურნეობაში“
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.
თემა: „რძის წარმოება ფერმერულ მეურნეობაში“.
საუბარს წარმართავს გიორგი წიკლაური (დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს რ-ნი).
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.