საზოგადოება | თბილისი

ფილმის "ომის ნაკვალევი" ჩვენება და დისკუსია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დოკუმენტური ფილმის "ომის ნაკვალევი" ჩვენება. ფილმის რეჟისორები არიან თომა ჩაგელიშვილი და ზურაბ ტავასიევი. ფილმში ორი მეგობრის ისტორიაა მოთხრობილი, რომლებიც იარაღით ხელში, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ. ერთ-ერთი მათგანი დევნილია და თბილისში ცხოვრობს, მეორე ცხინვალში. რამდენიმე წლის შემდეგ, ისინი სხვა თანამებრძოლებთან ერთად, ერთმანეთს სტამბულში ხვდებიან.

შეხვედრაზე, რომელსაც თსუ სტუდენტები და ექსპერტბი დაესწრებიან, გაიმართება დისკუსია ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ. დაგეგმილია სკაიპით ჩართვა ცხინვალიდან. სტუდენტები გაეცნობიან ცხინვალში არსებულ სიტუაციას.

ფორუმის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის არასამთავრობო დონეზე თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ბიბლიოთეკასთან არსებული კინო-კლუბი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი