› საზოგადოება | თბილისი
ახალსოფლის, ხურვალეთისა და გალავნის მოსწავლეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალსოფლის, ხურვალეთისა და გალავნის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მცხოვრები მოსწავლეები ჩამოვლენ.
მათ ჩაუტარდებათ ექსკურსია ბიბლიოთეკაში, შეხვდებიან მწერალ ნიკა წულუკიძეს. შემდეგ ბავშვებს უმასპინძლებს ლიტერატურის მუზეუმი, სადაც ისინი დაათვალიერებენ ფოტო და ფერწერულ გამოფენებს.