საზოგადოება | თბილისი

'ლურჯი ფარის' საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზენტაცია

'ლურჯი ფარის' საქართველოს ეროვნული კომიტეტის დამფუძნებელ ორგანიზაციებს - ICOMOS საქართველოს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და საქართველოს ეროვნული არქივი გამართავს საქართველოს ლურჯი ფარის პრეზენტაციას, რომელიც გაიმართება საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში(მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1 კორპ.4)

.

'ლურჯი ფარის' საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაფუძნდა გასული წლის მარტში და აღიარებულია 'ლურჯი ფარის' საერთაშორისო კომიტეტის მიერ, რომლის მიზანია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან. ისევე როგორც 'ლურჯი ფარის' საერთაშორისო კომიტეტი, 'ლურჯი ფარის' საქართველოს ეროვნული კომიტეტი მიზნად ისახავს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის შესრულებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას საგანგებო სიტუაციებისას, რისკისათვის მზადყოფნისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ

.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება 'ლურჯი ფარის' საქართველოს ეროვნული კომიტეტის საქმიანობის მიზნები და სამოქმედო გეგმა.

წყარო: 'ლურჯი ფარის' საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზენტაცია