› საზოგადოება | თბილისი
შეხვედრა თემაზე „სანერგე მეურნეობის განვითარება“
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.
თემა: „სანერგე მეურნეობის განვითარება“.
საუბარს წარმართავენ კოტე ღლონტი და ჯაბა ჭეიშვილი (ოზურგეთის რ-ნი).
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.