საზოგადოება | თბილისი

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ილია“ ჩვენება თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი შენგელაიას მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ილია“ ჩვენება გაიმართება. ფილმი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი