› საზოგადოება | თბილისი
თეიმურაზ პაპასქირის საჯარო ლექცია ,,უკრაინა დღეს’’
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული ,,შემეცნებითი კლუბის’’ ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,უკრაინა დღეს’’.
ლექციას წაიკითხავს, თსუ–ს სრული პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი. საჯარო ლექციის შემდეგ, შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი