საზოგადოება | თბილისი

შეხვედრა თემაზე „მრავალპროფილიანი ფერმერული მეურნეობა“ (ფერმერი ქალი)

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

თემა: „მრავალპროფილიანი ფერმერული მეურნეობა“ (ფერმერი ქალი).

საუბარს წარმართავს ირინა ფხოველიშვილი (სიღნაღის რ-ნი, სოფ. ვაქირი).

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი