საზოგადოება | თბილისი

საქველმოქმედო აქცია, თექის ნამუშევრების ჩვენება

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 'ხელოვნების სახლისა' (ხელმძღვანელი ანა ჩანგიანი) და დიზაინერ ზალიკო ბერგერის ორგანიზებით ორგანიზაცია 'მზის შვილების' ბენეფიციარებისთვის (დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვები) საქველმოქმედო აქცია გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება თექის ნამუშევრების ზამთრის კოლექცია, რომელსაც 'ხელოვნების სახლის' აღსაზრდელები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ერთად წარმოადგენენ.

წყარო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა