საზოგადოება | თბილისი

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) გამართავს საჯარო ლექციას: 'რატომ არის ზოგი ქვეყანა მდიდარი, ზოგი კი - ღარიბი'.

საჯარო ლექციას წაიკითხავს გიორგი ბაქრაძე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და ინტელექტუალური შოუს 'რა? სად? როდის?' მსოფლიო ჩემპიონი.

ლექცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.

წყარო ISET - International School of Economics