› საზოგადოება | თბილისი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიში 'World Run'-ზე შეხვედრა გაიმართება
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიში შედგება შეხვედრა, რომელიც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას, კერძოდ კი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას ''Wings for Life World Run', რომელიც მთელ მსოფლიოს ქველქმოქმედებისთვის ერთ დღეს, ერთსა და იმავე დროს აერთიანებს.
სტუმრები იქნებიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია 'ჯეპრას' კონსულტანტები, კახა მაღრაძე და თინათინ სამყურაშვილი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გეგმავს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას და ყველა სტუდენტს სთავაზობს გაუს მაისურებით სირბილს.
მსურველების მონაწილეობას 'Wings for Life World Run'-ზე უნივერსიტეტი დააფინანსებს.