საზოგადოება | თბილისი

ფრანკფურტის ლინგვისტური წრის საჯარო ლექციების ციკლი

ფრანკფურტის ლინგვისტური წრის საჯარო ლექციები
ფრანკფურტის ლინგვისტური წრის საჯარო ლექციები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი რუსუდან გერსამია წაიკითხავს საჯარო ლექციას: 'ბგერწერის პრინციპები და ფონოსემანტიკური მოდელები ქართველურ ენებში'.

ლექცია ტარდება ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში მოქმედი 'ფრანკფურტის ლინგვისტური წრის' საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება კორპუსის ლინგვისტიკისა და ქართველოლოგიის პრობლემებს.  

ლექცია განკუთვნილია ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტებისა და ენის თანამედროვე ტექნოლოგიებით კვლევის საკითხით დაინტერესებული პირებისათვის.

დასწრება თავისუფალია

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა