საზოგადოება | თბილისი

ღვინის ტურიზმის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია

ღვინის ტურიზმის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
ღვინის ტურიზმის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღვინის ტურიზმის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

ღვინის ტურიზმის სექტორში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებას გახსნიან სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობენ ღვინის მაგისტრები, მეღვინეობის სფეროს პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები, უცხოური მედიისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან ღვინის იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (კანადა, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, უკრაინა, შვედეთი, სინგაპური, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები).

კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ ძირითად საკითხებს, სიახლეებსა და ტენდენციებს განიხილავენ. კონფერენციის ინტენსიური პროგრმამოიცავს მოხსენებებს ღვინის ტურიზმის თემებზე, ღვინის დეგუსტაციებს, სამუშაო შეხვედრებს.ღონისძიების ფარგლებში, ღვინისტურიზმზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისგაიმართება გაცნობითი ხასიათის ღვინის ტურები საქართველოს რეგიონებში. ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება.

გასულ წლებში, აღნიშნულ ღონისძიებას ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნები - იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და ხორვატია მასპინძლობდნენ. საერთაშორისო ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ბლოგერების მხრიდან კონფერენციის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ეს კი, კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი უკეთ წარმოაჩინონ და ქვეყანაში ღვინის ტურიზმი განავითარონ. აღნიშნული კონფერენცია კარგი საშუალებაა ქვეყნის მიმართ ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული სააგენტოებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ახალ პარტნიორების მოძიება და კონტაქტების დამყარება. კონფერენციის გახსნა 09.30 საათზე სასტუმრო „Tbilisi Marriott”, დარბაზი Ballroom

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო

ვიდეო