ჩეხური არასამთავრობოს "ადამიანი გაჭირვებაში" კონკურსი
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" აცხადებს განაცხადების კონკურსს, რომლის მიზანია სოციალური საწარმოების დაარსება (ქუთაისში, ტყიბულსა, წყალტუბოში). აღნიშნული კონკურსი ტარდება პროექტის "სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისა და მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.