› საზოგადოება | თბილისი
დეკანოზი გიორგი სხირტლაძის შემეცნებითი საუბარი
დეკანოზი გიორგი სხირტლაძის შემეცნებითი საუბარი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შემეცნებითი საუბარი.
თემა: „მართლმადიდებლური მოძღვრება და თანამედროვე რელიგიური სწავლებანი“.
საუბარს წარმართავს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.