საზოგადოება | თბილისი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს, გიორგი სიგუა ეწვევა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს, გიორგი სიგუა ეწვევა
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს, გიორგი სიგუა ეწვევა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ეწვევა.

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის სტუდენტები ტურიზმის მიმართულებით პრაქტიკას გაივლიან. ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ პირადად შეხვდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო