საზოგადოება | თბილისი

ენერგეტიკის სამინისტროს კონკურსი 'ხუნევი ჰესთან' დაკავშირებით

ენერგეტიკის სამინისტროს კონკურსი 'ხუნევი ჰესთან' დაკავშირებით
ენერგეტიკის სამინისტროს კონკურსი 'ხუნევი ჰესთან' დაკავშირებით

ენერგეტიკის სამინისტრომ იმერეთის რეგიონში, მდ. ძირულაზე ასაშენებელი „ხუნევი ჰესი“ - ს ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

„ხუნევი ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე 11.3 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 61.64 მლნ. კვტ/სთ, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 19,780,000 აშშ დოლარს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი - ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების მიხედვით პროექტის განხორციელების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროში უნდა წარადგინონ.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო