საზოგადოება | საზღვარგარეთ

დონალდ რეიფილდის ლექცია: 'ქართული ენის დღე'

UCL - ში გაიმართება "ქართული ენის დღე". ლექციას ჩაატარებს პროფესორი დონალდ რეიფილდი, რომელიც ისაუბრებს ქართული ენის წარმოშობაზე, მისტიკაზე, წინააღმდეგობრიობებზე, ლინგვისტურ იდენტობაზე.

ასევე, მოვისმენთ ამერიკელი სტუდენტის მაქსიმილიან ჰესის გამოსვლას, რომელიც მოგვითხრობს მის მოტივაციაზე - თუ რატომ სწავლობს ქართულს.

ლექცია დასრულდება ქართული ღვინის დეგუსტაციით.

იხილეთ ვრცლად ქართული ენის დღე

წყარო: საქართველოს საელჩო ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში