საზოგადოება | თბილისი

'მკითხველთა კონკურსის გამარჯვებულების' დაჯილდოება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეზოში „მკითხველთა კონკურსის გამარჯვებულების“ დაჯილდოება გაიმართება.

ეროვნული ბიბლიოთეკაპირველ ადგილზე გასულს გადასცემს „ქინდლს“ და სერტიფიკატს. მეორე ადგილზე გასულს კომპანია „ჯეოსელი“ ”ჯეოსელ კონექტს” და ”პაკეტ მეტს” გადასცემს. მესამე ადგილზე გასული კი დაჯილდოვდება ორიგინალური ჭადრაკითა და წიგნებით, რომელსაც გამომცემლობები „ინტელექტი“ და „დიოგენე“ გადასცემენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის კონკურსი, რომლის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მომავალშიც გაგრძელდება და ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა