საზოგადოება | ბათუმი

ლატვიის ელჩის ელიტა გაველეს ვიზიტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

ლატვიის ელჩის ელიტა გაველეს ვიზიტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში
ლატვიის ელჩის ელიტა გაველეს ვიზიტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე სტუდენტებს შეხვდება.

შეხვედრის თემებია:

  • ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი - ლატვიური გამოცდილება
  • თანამედროვე ლატვიური კულტურა

ქალბატონ ელტა გაველეს ხელშეწყობით 2013 წელს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა საქმიანი კავშირები დაამყარა ლატვიის დედაქალაქ რიგის უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

კერძოდ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმაურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა:

  • ლატვიის ხელოვნების აკადემიასთან;
  • ლატვიის კულტურის აკადემიასთან;
  • რიგის კონსერვატორიასთან;
  • ლატვიის კულტურის კოლეჯთან;
  • რიგის ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის ინსტიტუტთან;
  • ხმის რეჟისურის სასწავლებელთან.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი, შემოქმედებითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო