საზოგადოება | თბილისი

'სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის' გახსნა

სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის
სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის

ვარდების მოედანზე პროექტის „სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის“ საზეიმო გახსნა და კონცერტი გაიმართება.

ღონისძებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. მონაწილე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართელობების პრეზიდენტებს გადაეცემა სიგელები მონაწილეობისათვის. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება ჯგუფი „ფრანის“ კონცერტი.

პროექტი სტუდენტური დღეები არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ღონისძება, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის. წელს პროექტში მონაწილეობას იღებს საქართველოს 47 უმაღლესი სასწავლებელი.

წელს „სტუდენტური დღეები“ ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება.

სტუდენტური დღეები 2014 - ის მიზნები და ამოცანებია:

  • ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • ქართველი ახალგაზრდების ევროპული არჩევანის მხარდაჭერა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
  • ევროინტეგრაციის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
  • სტუდენტების მეშვეობით ევროპული ფასეულობების გავრცელება სხვა სამიზნე ჯგუფებში;
  • სტუდენტების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ინტეგრაცია;

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევა შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით.

პროექტი ითვალისწინებს შეჯიბრს შემდეგ სპორტულ სახეობებში:

  • გრეხეთბოლი
  • პეინტბოლი
  • ამერიკული ფეხბურთი
  • ქვიშის ფრენბურთი
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • ბადმინტონი
  • მკლავჭიდი
  • კლდეზე ცოცვა
  • ქუჩის კალათბურთი
  • პარაკალათბურთი
  • კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულების შემდეგი სახეობები:
  • ხალხური და თანამედროვე ცეკვა
  • ხალხური და თანამედროვე სიმღერა
  • მუსიკალური ბენდები
  • იუმორისტული, თეატრალური და ორიგინალური დადგმები

საკონკურსო დღეები ქალაქებში: გურჯაანი,ხობი,ჭიათურა და ბათუმი.

ინტელექტუალური მიმართულების შემდეგი სახეობები:

  • დებატები
  • რა? სად? როდის?
  • სტრატეგიული თამაში ე.წ. „City Game“

პროექტის გამარჯვებულებს ავლენენ ჟიურის წევრები და მსაჯები სხვადასხვა მიმართულებებისა და სახეობების მიხედვით.
ღონისძების დასასრულს ჯილდოვდება როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ნომინაციები. გამარჯვებულთა ქულები შეიკრიბება და გამოცხადდება წლის გრან-პრის მფლობელი უმაღლესი სასწავლებელი.

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ფოტო

სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის
სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის